„ატლანტიკში“ გამოქვეყნებული სტატიის პოლიტიკური შეფასებები
საინტერესო ფაქტია ის, რომ ატლანტიკში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ენ ეფლ ბაუმია. ის კი მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მეგობრის, რადოსლავ სიკორსკის ცოლია. მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, პოლონელ ევრო პარლამენტარს ახლო კავშირები ასევე ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და მოქმედ წევრებთანაც აქვს. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებები ქართული ოცნების წევრებს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ სტატია, რომელიც ენ ეფლ ბაუმმა მოამზადა, ტენდენციური და მიკერძოებულია. გარდა ამისა, სახელისუფლებო გუნდში საუბრობენ, იმაზეც, რომ პუბლიკაცია ძალიან ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რაც მათი შეფასებით, შესაძლოა მიზან მიმართულად იყოს დამახინჯებული. რა მიზანი აქვს სტატიას, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ რეალობაზე გვიყვება, ამაზე პასუხი ისევ მმართველ გუნდში აქვთ. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ლობისტებმა მიხეილ სააკაშვილს როგორმე სასჯელი აარიდონ.
