ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული კვლევითი და სხვა სახის პროექტების განხორციელებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
