სარეაბილიტაციო სამუშაოები აბრეშუმის მუზეუმში
ახალი ტფილისის მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარდაფის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე და გათბობის სისტემები, დაიგო ფილები, გაიწმინდა აგურის კედლები. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის გაწმენდისა და სარესტავრაციო სამუშაოები.
