საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდ თოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
