გორში ევროკავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
გორში ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის საქართველოს, მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიანა იაბლონსკა, ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც ლომ ჭაბუკის მონუმენტის, სკვერისა და ამავე სკვერში არსებული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა.
