საფრანგეთისა და იტალიის დახმარება უკრაინას
საფრანგეთი და იტალია, კი უკრაინას „სამპტის“ ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებს მიაწვდიან. ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში უკვე დაადასტურეს. როგორც იტალიური მედია წერს, გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება რომსა და პარიზს ვაშინგტონის ზეწოლამ აიძულა, რის შემდეგაც მხარეებმა ტექნიკური დეტალები შეათანხმეს. უკრაინა საფრანგეთისგან სავარაუდოდ „ასტერ 30-ის“ ტიპის 700-მდე რაკეტასაც მიიღებს.
