გერმანია უკრაინას LEOPARD 1-ის ტიპის ტანკებსაც გადასცემს
გერმანიის მთავრობის სპიკერმა დაადასტურა, რომ უკრაინას „ლეოპარდ ორის, 14 ტანკის გარდა, „ლეოპარდ ერთის“ ტიპის ტანკებსაც გადასცემენ. როგორც მანამდე გერმანულ მედიაში დაიწერა, შეიარაღების მწარმოებელი კომპანია „ლეოპარდ ერთის“ შეკეთებას და კიევისთვის მიყიდვას გეგმავდა. ტანკები ქარხნების საცავებიდან იქნება გამოყოფილი და შეკეთების შემდეგ უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დროს გაგზავნონ. გარდა ამისა, ბერლინი მოლაპარაკებას აწარმოებს კატართან, რათა „გეპარდის“ ტიპის 15 საზენიტო დანადგარი გამოისყიდოს. დანადგარები კატარმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეისყიდა.
