აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი
შეერთებული შტატები უკრაინისთვის ორ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. გენერალმა რაიდერმა დაადასტურა, რომ დახმარების ახალ პაკეტში მაღალი სიზუსტის ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსიც 150 კილომეტრს შეადგენს.
