მზადება კომპოზიტორთა კონკურსის კონცერტისთვის
4-11 თებერვალს და 18 მარტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარებული კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის ლაურეატთა კონცერტების სერიას წარმოაგენს. სამ ნომინაციაში გამარჯვებულები გასული წლის დეკემბერში გამოვლინდნენ, მათ პრიზებთან ერთად ფულადი პრემიები გადაეცათ. კულტურის სამინისტროს მიერ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან ერთად დაფუძნებული „კომპოზიტორთა ეროვნულ კონკურსი“ პირველად გაიმართა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
