კორუფციული სკანდალი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროსში კორუფციული სკანდალის საქმე გახსნილია. უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი დოლარია მითვისებული. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება კომერციულ ფირმასთან გააფორმეს. იმის ნაცვლად, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქტი მიეწოდებიათ, თაღლითური სქემის მონაწილეებმა თანხების ნაწილი შვილობილი კომპანიების საშუალებით მიითვისეს. ასევე დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტრო ომში მყოფი სამხედროებისთვის პროდუქტებს საბაზროზე ორჯერ- სამჯერ უფრო მეტ ფასად ყიდულობდა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
