2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესა და მის მოადგილეებთან, სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მათ შორის, სამინისტროს ქვემდებარე პროგრამების ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი 5600 პროექტისათვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი.
