სოლიდური თანხის სანაცვლოდ, გიული ალასანია ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას აგრძელებს
ყალბი ამბების გავრცელებით ქვეყნის დაზიანება რომ რადიკალების მთავარი მიზანია, ეს პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციამაც დაგვანახა. სოლიდური თანხის სანაცვლოდ, გიული ალასანია ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას აგრძელებს. კომპანია „გლობალ პოინტთან“ კონტრაქტი ერთთვიანია, თუმცა გაძვირდა და 20 ათასი დოლარი ღირს. ამ თანხის სანაცვლოდ, კომპანიას საერთაშორისო მედიაში პატიმრის სასჯელისგან დასახსნელად , პიარ-კამპანიის აგორება ევალება. საინტერესოა, რომ იმის მტკიცების შემდეგ, რომ პაციენტს მკურნალობა ესაჭიროება, სამედიცინო რესურსის მოზიდვის ნაცვლად, უზარმაზარი თანხები რეალურად, ლობისტებზე იხარჯება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
