ნინო ნადირაძის სკანდალური ჩვენება სასამართლოზე
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის სკანდალური ჩვენება სასამართლოზე. ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დღეს პირველად გამოიკითხა. ნადირაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატიმარი პაციენტის გარემოცვას, რეალურად არა მისი ჯანმრთელობა, არამედ ჯანმრთელობის თემით მხოლოდ პოლიტიკური ხაზის განვითარება აინტერესებს. შესაბამისად, მკურნალი ექიმებისა და გარემოცვის მიზნები ერთმანეთს რადიკალურად სცდება. კლინიკის დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პაციენტის ახლობლებს, დაემორჩილონ მედიკოსების რეკომენდაციებს და უარი ათქმევინონ პატიმარს თვითდაზიანებისგან. ნინო ნადირაძემ დღეს იმ რაციონზეც ისაუბრა, რაც პატიმრისთვის მის ახლობლებს პალატაში შეაქვთ. „მორჩით სუიციდის ხელშეწყობას“ - ასეთია ვივამედის დირექტორის გზავნილი.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
