ირაკლი კობახიძე Factcheck-ს ინფორმაციის გაყალბებაში ამხელს
ბრძოლა ყალბი ამბებით - „ფაქტ-ჩეკი“, რომელიც რეალურად ფაქტებს უნდა ამოწმებდეს, დეზინფორმაციას თავად ავრცელებს. კერძოდ, ორგანიზაცია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ციტატას აყალბებს და ამ ფორმით საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდის. საუბარია, ირაკლი კობახიძიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ ციფრებზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობას აღწერს. კიდევ ერთი დეტალი, სტატიაში ნათქვამი იყო თითქოს ირაკლი კობახიძემ დეზინფორმაცია გადაცემა „იმედი ლაივში“ 19 იანვარს გაავრცელა, ამ დღეს კი გადაცემა ეთერში საერთოდ არ ყოფილა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
