რას მოუტანდა საქართველოს ეკონომიკას, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს რომ მიერთებოდა?
რას მოუტანდა საქართველოს ეკონომიკას, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს რომ მიერთებოდა? ამ კითხვას პასუხი კვლევამ გასცა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზების ცენტრმა გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა ექნებოდა, რაც კატასტროფულად აისახებოდა მრავალ მიმართულებაზე, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსსა და ფასებზე. ქვეყანა იმაზე რთულ ვითარებაში ჩავარდებოდა, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო. მკვეთრად დამძიმდებოდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
