ევროკომისიის პოზიტიური შეფასება საქართველოს
საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, რომელიც იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს - ევროკომისიამ საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით აღიარა. შეფასების დოკუმენტით, ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა პარამეტრით იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მითუმეტეს, მთელი რიგი მნიშვნელოვანი პარამეტრებით საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. ლოგიკურად ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება -კანდიდატობა ტრიოდან, მხოლოდ საქართველოსთვის არ მიეცათ. დღევანდელი დოკუმენტი კი რეალური არგუმენტია, სახელმწიფომ პასუხი გასცეს ყველას, ვინც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ცდილობს საქრთველოს ევროპული მომავალი ეჭვქვეშ ვიწრო პარტიული ინტერესის თუ სხვა სარგებლის გამო დააყენოს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
