კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი საერთო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი საერთო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მომზადების პროცესში ევროკომისიის ანგარიშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. „ეს დოკუმენტი არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენს ხელში, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
