რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, მოლდოვისგან განსხვავებით, მაშინ როდესაც დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მოლდოვას საქართველო 12 ქულით უსწრებს
რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, მოლდოვისგან განსხვავებით, მაშინ როდესაც დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მოლდოვას საქართველო 12 ქულით უსწრებს. არის თუ არა ეს უსამართლობა. ამ შეკითხვით "ქრონიკამ" ევროკავშირის ელჩს, მიმართა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, რატომ მოხდა ეს ასე და არა სხვანაირად, საკითხზე შეფასება მკვლევარების და ისტორიკოსების საქმეა. მისი ამოცანა კი, როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოს დახმარებაა რომ ქვეყანამ მიმდინარე წელს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
