ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების ანალიზის თანახმად, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის ფუნდამენტურ სფეროებში ლიდერობს
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული ანალიზით, საქართველო პირველ ადგილზეა 8 ქულით , უკრაინა შვიდი, მოლდოვა კი 6. შიდა ბაზრის სექტორში, ლიდერი კვლავ საქართველოა 18 ქულით, უკრაინა 17, მოლდოვას კი 15 ქულა აქვს. კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის სექტორში ლიდერობს საქართველო 21 ქულით, უკრაინას - 20 ქულა, ხოლო მოლდოვას - 15 ქულა აქვს. მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებადობა, აქ მოლდოვა და საქართველო 7 ქულით, ხოლო უკრაინა 9 ქულით არის შეფასებული.
