ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა
ყოფილი პრემიერ მინისტრის ბურუსით მოცული გარდაცვალების ირგვლივ ამ დრომდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. 2005 წლის 3 თებერვლს, ტრაგედიიდან, რამდენიმე საათში, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კი, გაზით გაგუდვა დასახელდა.
