ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი შენიშნეს
ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამერიკელმა სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, სათვალთვალო-სადამკვირვებლო ბურთი არ ჩამოედგოთ, რადგან ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროება არსებობდა. ამიტომ ახლა პენტაგონი მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს აკვირდება.
