მაკრონი-ნეთანიაჰუს შეხვედრა
ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სამუშაო სადილი გამართა. შეხვედრის დროს, ემანუელ მაკრონმა ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა და დადებითად შეაფასა ნეთანიაჰუს სურვილი, ისრაელსა და პალესტინას შორის დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით. ბოლო კვირებში ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა. დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია გახდა.
