აშშ უარყოფს გარიგებაზე გავრცელებულ ინფორმაციას
თეთრი სახლი უარყოფს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვლადიმერ პუტინს , ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედზე კონტროლი შესთავაზა. შვეიცარიული გამოცემა „ნოე ციურხერ ცაიტუნგი“ წერდა, რომ უილიამ ბერნსი მოსკოვში საიდუმლო ვიზიტით იანვარში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენის მომზადებული სამშვიდობო გეგმა წარუდგინა. გამოცემა „ნიუს ვიკმა“ ინფორმაცია თეთრ სახლსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გადაამოწმა, სადაც შვეიცარული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სრული სიცრუე უწოდეს.
