ევროკომისიის პოზიტიურ ანგარიშს ეხმაურებიან ქვეყნის პირველი პირები
დოკუმენტში შეტანილი პოზიტიური გზავნილების შემდეგ, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს , რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა - ასე აფასებს ევროკომიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პარლამენტის თვამჯდომარე. შალვა პაპუაშვილი დოკუმენტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
