მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჯემალ ღაღანიძე 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. ჯემალ ღაღანიძეს 2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მსახიობის გარდაცვალებას ქვეყნის პირველი პირები ეხმაურებიან.
