გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან“ მორიგი ხელშეკრულება გააფორმა
"ქრონიკის" მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი 17 იანვარს დაიდო და 16 თებერვლამდეა ძალაში. მომსახურება 20 ათასი დოლარი ღირს . ხელშეკრულება კომპანიის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფთათვის საათობრივ ანაზღაურებას მოიცავს,საათში 125-დან 400 დოლარამდე. როგორც ხელშეკრულებაში წერია კომპანია უზრუნველყოფს კლიენტს სტრატეგიული კონსულტაციებით, მედიასთან ურთიერთობით და წვდომით. დოკუმენტს კლიენტის მხრიდან ხელს აწერს გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის სახელით. ცნობისთვის, პირველი ხელშეკრულება გლობალ პოინთან სააკაშვილის დედამ ნოემბერში გააფორმა.
