პრემიერი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა
ევროკომისიის ანგარიშით საქართველო მოწინავე რიგებშია , რეფორმების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვნად უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს - უკრაინას და მოლდოვას. დოკუმენტში შეტანილი პოზიტიური გზავნილების შემდეგ, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერში" წერს , რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
