თბილისის არქიტექტურული კვირეული გრძელდება
თბილისის არქიტექტურული კვირეული გრძელდება. დღევანდელი ლექცია-სემინარის მთავარ თემას „ურბანული ჯანმრთელობა” წარმოადგენდა. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანმა სპექციალისტებმა კვირეულის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ურბანისტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, რესტავრაცია-კონსერვაცია - ამ დღეების განმავლობაში ლექციები და სემინარები სხვადასხვა თემას მიეძღვნება. 2023-ი წლის კვირეულის მთავარ თემას წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობა და ურბანული ჯანმრთელობა“. არქიტექტურული კვირეული დედაქალაქში ოთხი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
