NDI-მ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედგები გამოაქვეყნა
ენდიაიმ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ათი პროცენტით არის გაზრდილი. კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს? 25 პროცენტი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, ნაციონალურ მოძრაობას კი მხოლოდ 6-ი პროცენტი აქვს. გასული წლის შემდეგ ათი პროცენტით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასებაც. რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, კვლავ მაღალია გამოკითხულთა დადებითი განწყობები. ენ-დი-აის კვლევა, რომელიც 3-დან 20 დეკემბრამდე პერიოდშია ჩატარებული, "სი-არ-არსი საქართველოს" შედეგებს ემყარება. ოპოზიციასთან კავშირში მყოფი ორგანიზაცია საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას უკვე ვეღარ მალავს.
