ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების კამპანიაში აქტიურად ერთვება
ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების კამპანიაში აქტიურად ერთვება. სააკაშვილს ჯერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დანილოვი, შემდეგ კი თავად პრეზიდენტი ზელენსკი გამოესარჩლნენ. პათოსი ერთია - თითქოს სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. და ეს იმ ფონზე, როდესაც პატიმარი საკნის ნაცვლად კერძო კლინიკაშია და იქაც კი თვითდაზიანებას მიმართავს. უკრაინის ხელისუფალთა პოზიცია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსნებს საქართველოდან იმ დანაშაულებს ახსენებენ, რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის - სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილისა და ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონების საქმეები ამის ნათელი დადასტურებაა. აღარაფერს ვამბობთ სხვა მძიმე დანაშაულებზე. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა დეპუტატებმა ევროპარლამენტშიც. საინტერესოა, რომ დებატების დროს დარბაზში მხოლოდ გამომსვლელები იმყოფებოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
