არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ, ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებს მან საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა იმიტირებული არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.
