ევროპარლამენტში დებატებზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი
ევროპარლამენტში დებატებზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი. იოჰანეს ჰანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის დროს , მისი მხრიდან ფორმალურ დემარშზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ფორმით გამოხატა შეშფოთება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც 28 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრიდან მალევე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს დიპლომატებმა დემარში მოუწყვეს. დეკანოიძის ამ განცხადების საპასუხოდ მაშინ მმართველმა გუნდმა განმარტა დემარშის მნიშვნელობა და დასვა შეკითხვა საიდან ჰქონდა დეკანოიძეს ეს ინფორმაცია.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
