სააკაშვილის თვითდაზიანება
კლინიკა „ვივამედის“კლინიკური დირექტორი, ცენტრ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდებს, „ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს. ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტს „ემპათიის“ რეკომენდაციებს ასრულებს და კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს არ ითვალისწინებს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ სააკაშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს სწორედ ცენტრ „ემპათიის“ რეკომენდაციით ამბობდა.
