ჩხრეკა ბაიდენის სახლში
საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დელავერის შტატში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. ბიბისის ცნობით ჩხრეკა ოთხ საათს გაგრძელდა.
