სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობით
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება გრძელდება. მათი თქმით, სააკაშვილს ყველა პირობა აქვს სამკურნალოდ შექმნილი, თუმცა, როგორც ქართული ოცნების წევრები ამბობენ, ექსპრეზიდენტი გამიზნულად უშლის ხელს მკურნალობის პროცესს. სააკაშვილის ქმედებებსა და გზავნილებს არასარწმუნოდ და ურთიერთგამომრიცხავად აფასებს ოპოზიციის ნაწილიც.
