"გამჭვირვალობა" პროგრესის წინააღმდეგ
პოლიტიკურად ანგაჟირებული - ასე შეფასდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებები კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით, რომელიც ამავე ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა გამოაქვეყნა. თუ თბილისში ეკა გიგაურის ფილიალს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კორუფციის მხრივ ვითარება გაუარესდა, ბერლინში დადებული დასკვნა საპირისპიროს ამტკიცებს. მმართველი გუნდისთვის, ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პოზიცია საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა რადიკალები და მათთან დაკავშირებული ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის წარმატების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობენ.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
