შინაგან საქმეთა მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩთან
მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
