2023 წლის გეგმები და ჯანდაცვის პრიორიტეტები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და მოადგილეებთან, სამუშაო თათბირი გამართა . სამუშაო თათბირზე განიხილეს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრმა და მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ 15 თებერვლიდან ძალაში შევა მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.
