პროკურატურამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენა
პროკურორის თქმით, მსახიობი ფილმის გადაღების წინ, იარაღის მოხმარების ინსტრუქტაჟის დროს, ტელეფონით საუბრობდა. ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე იმავე იარაღიდან გასროლის შედეგად, ოპერატორი სასიკვდილოდ დაჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინს 18 თვემდე პატიმრობა ემუქრება.
