დიდ ბრიტანეთში საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო
საყოველთაო პროტესტში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან განათლების სისტემის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები. პროტესტის გამო, დღეს სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს. შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. გაფიცვის მონაწილეები საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდის ფონზე, ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.
