მიანმარში სამხედრო გადატრიალებიდან 2 წელი გავიდა
გაერო მიიჩნევს, რომ კაცობრიობის წინაშე დანაშაულის და სამხედრო დანაშაულის ჩადენის არაერთი ფაქტი ახლაც ფიქსირდება. მას შემდეგ , რაც სამხედროებმა ლეგიტიმურად არჩეული აუნ სან სუ ჩი დააკავეს, ხოლო მისი მთავრობა გადააყენეს, ქვეყანა არეულობამ მოიცვა. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, მხოლოდ გასულ წელს, 19 ათასი ადამიანი დაიღუპა. 17 ათასზე მეტი კი, დაკავებულია.
