ევროპარლამენტი კორუფციულ სკანდალზე კიდევ ორ დეპუტატს ხელშეკრულებას გაუუქმებს
პოლიტიკოს ინფრომაციით საუბარია იტალიელ ანდრეა კოზოლინოსა და ბელგიელ მარკ ტარაბელაზე, რომელთა სახელებიც „კატარგეითის“ საქმეში აქამდეც ფიგურირებდა. ევროპარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში, ფარული კენჭისყრა გაიმართა. ყველა დეპუტატმა მათ წინააღმდეგ მისცა ხმა. საბოლოოდ, იმუნიტეტს, 2 თებერვალს პლენარულ სხდომაზე გაუუქმებენ. ორივე ევროდეპუტატი კორუფციულ სკანდალში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
