უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა
ზელენსკის თქმით, ყველას, ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს არ შეესაბამება, გაათავისუფლებს. ცოტა ხნის წინ კორუფციული სკანდალის გამო, უკრაინაში თანამდებობა 11-მა მაღალჩინოსანმა დატოვა. უკრაინული მედია არ გამორიცხავს, რომ შემდეგი საკადრო ცვლილებები რამდენიმე მინისტრსაც შეეხოს.