ავსტრალიაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული რადიოაქტიური ობიექტი იპოვეს
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მცირე ზომის რადიოაქტიური ობიექტი მაშინ დაიკარგა, როდესაც მაღაროდან სატრანსპორტო საშუალებით გადაჰქონდათ. მრგვალი ფორმის პატარა ვერცხლისფერი კაფსულა სამრეწველო საქმიანობაში გამოიყენება და მცირე რაოდენობით ცეზიუმს შეიცავს. მას რადიაციული დაავადების და კანის დამწვრობის გამოწვევა შეუძლია.
