ვითარება უკრაინაში
ბოლო 24 საათის მონაცემებით, დონეცკის რეგიონში რუსული იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. ისევ უწყვეტი თავდასხმების სამიზნეა ქალაქი ბახმუტი. უკრაინის პრეზიდენტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსეთისგან მასირებულ სარაკეტო იერიშებს ელოდებიან და იმედი აქვთ რომ თავდასხმების შეკავებისა და კონტრშეტევებისთვის საჭირო იარაღს დასავლელი პარტნიორებისგან დროულად მიიღებენ.
