თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა სრულდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა სრულდება. ე.წ. მასტერპლანზე აეროპორტის ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია, აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით მუშაობს. აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თბილისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განახლებისა და არსებული სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. იგეგმება, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
