საბერძნეთი უკრაინისთვის "ლეოპარდ 2"- ის მიწოდებაზე უარს ამბობს
საბერძნეთი უკრაინისთვის "ლეოპარდ 2"- ის მიწოდებაზე უარს ამბობს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, იაპონურ გამოცემასთან ინტერვიუში მიზეზად საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა. „ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გავუწიეთ, როგორიცაა ჯავშანტრანსპორტიორები, თუმცა "ლეოპარდ 2"-ის ტანკებს არ მივაწვდით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ტანკები აუცილებელია ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ არა ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების ხარჯზე“- აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.
