საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 ჰაუბიცა ცეზარს გაუგზავნის
პირობა სამხედრო დახმარების გაძლიერების შესახებ, პარიზში მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ფრანგ კოლეგასთან, შეხვედრის დროს მიიღო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხზეც. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ საფრანგეთისთვის “არანაირი ტაბუ არ არსებობს“.პარიზი კიევისთვის, თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს
