საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, თბილისში, სატვირთო მანქანაში, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდა. ჯამში 241 ათას ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
