"ადამიანის თავისუფლების ინდექსში" საქართველო დაწინაურდა
ადამიანის თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. რეიტინგის ასეთი ან უფრო მკვეთრი გაუმჯობესება საქართველოსთან ერთად მხოლოდ 8 ქვეყანამ მოახერხა. შესაბამისად საქართველო წლიური თვალსაზრისით რეიტინგში დაწინაურებულთა საუკეთესო ათეულშია. „ადამიანის თავისუფლების ინდექს 2022“-ის რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, სხვადასხვა პარტნიორ სახელმწიფოებს და განვითარებულ ქვეყნებს: პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, უკრაინას, მოლდოვას, ისრაელს, და სინგაპურს. რაც შეეხება „სასამართლოს დამოუკიდებლობის“ ინდიკატორს, აქ საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე უნგრეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველოს ყველა მეზობელმა ქვეყანამ.
